Friday, 29 June 2018

კურსის რეფლექსია

ბოლო დღეს დავასრულეთ ჩვენი პროექტები, შევიტანეთ ბოლო ცვლილები. წარვადგინე ჩემი პრეზენტაცია და შემდეგ მოვისმინეთ მართლაც საინტერესო პრეზენტაციები. ძლიან ნაყოფიერი ტრენინგი იყო. მადლობა ინტელს და საკმაოდ ყურადღებიან და დაუზერლ ტრენერს ქ-ნ ლია ნავროზაშვილს.

Saturday, 23 June 2018

VIII  დღე

მოცემულ მოდულში განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. ამავე მოდულის ფარგლებში,  შევქმენი პრეზენტაცია მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.

Friday, 22 June 2018

VII დღე  

დღეს გავაკეთეთ სასწავლო პროექტის მოდიფიცირება. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების გზებს ყველა ტიპის მოსწავლისთვის და შევქმენით დამატებითი მასალები მოსწავლის გეზის მისაცემად.

Sunday, 17 June 2018

VI დღე

ამ მოდულში ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენს პროექტში ინტერნეტი; ასევე, დავგეგმეთ და შევქმნით მოსწავლის პრეზენტაცია, პუბლიკაცია კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის. ეს აქტივობა დამეხმარება გავიგო თუ რა პრობლემას შეიძლება წააწყდეს მოსწავლე მუშაობის პროცესში და შესაბამისად გამიადვილდება დახმარება და რჩევის მიცემა.

Saturday, 16 June 2018

Vდღე

 დღეს მეტად საინტერესო დღე იყო. გავიგე ელემენტარული, მაგრამ ძალიან საჭირო და ყოველდღიურად გამოსაყენებელი ხელსაწყობი, როგორიცაა ინტერნეტში ადვილად და კონკრეტულად ინფორმაციის მოძიების საშუალებები. ასევე გავაკეთეთ პოსტერი. დღემ ხალისიანად ჩაიარა. მადლობა ტრენერს და კოლეგებს.

Sunday, 10 June 2018

IV დღე

დღეს შევეხეთ მეტად მნიშვნელოვან და რთულ საკითხს, როგორიცაა შეფასება. სიმართლე გითხრათ ძალიან დამღალა. ვფიქრობ ძალიან რთული თემაა და ამან გამოიწვია ჩემი დაღლა. თუმცა გავეცანი ბევრ მეთოდების და ინსტრუმენტების მზა ფორმას, რომელიც შემდგომში გამიადვილებს მუშაობას.
III დღე

უფრო და უფრო საინტერესო  ხდება ტრენინგი. დღეს გავეცანით და ვისწავლეთ ახალი საკითხი როგორიცაა საკვანძო კითხვების დასმა. წყვილებში გავაკეთეთ სახალისო დავალება, რომლის დახმარებით უკეთ გავერკვიე საკითხში. ასევე ვისაუბრეთ სტანდარტებზე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე და გამჭოლ კომპეტენციებზე.

Sunday, 3 June 2018

II დღე

დავასრულეთ პირველი  მოდული წარმატებით. შევქმენით ბუკლეტი, რომელსაც მეგონა ვერ გავაკეთებდი, რადგან ძალიან რთული ჩანდა, მაგრამ ტრენერმა მოგვაწოდა მზა ბუკლეტის ფორმა, რომელმაც მუშაობის პროცესი საინტერესო გახადა და ადვილად გავართვი თავი.  გარემო არის იდეალური და ტრენერი ძალიან ყურედღებიანი.

Saturday, 2 June 2018

I დღე

ტრენერმა გამაცნო ტრენინგის მიზანი, მოდულების რაოდენობა და ხანგრძლივობა. ასევე გავხსენი ბლოგი და გავეცანი სხადასხვა პროექტებს, მზა შაბლონებს და რესურსებს,  რომლებიც დამეხმარება ჩემი საკუთარი პროექტის შექმნაში. დიდი მადლობა ქ-ნ ლიას , რომელიც დაუღალავად გვაპსუხობს შეკითხვებზე.